Thursday, July 31, 2014

მეოთხე დღე

31.07.2014 წ.

მეოთხე დღე


ვისწავლეთ რა არის შეფასების რუბრიკა, რომ ეს რუბრიკები მოსწავლეებთან  უნდა შევათანხმოთ, გავეცანით შეფასების 5 მიზანს. 4 განმავითარებელ და 1 განმსაზღვრელ შეფასებას. თითოეული მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, პროექტის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. შევქმენი შეფასების დროის ჩარჩო ჩემი პროექტისთვის. შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად შეფასების ფორმა ვიცი–მინდა ვიცოდე– ვისწავლე. დავწერეთ რეფლექსია.

Saturday, July 26, 2014

მესამე დღე


26.07.2014 წელი

   გავიგე ზოგადი და თემატური კითხვებით როგორ გავასრულყოფილო პროექტი შედეგზე გასასვლელად.
განახლებული ბლუმის  ტაქსონომია დაგვეხმარა სტანდარტები შეგვერჩია პროექტის    შესაბამისად.
ინდიკატორებიდან გამომდინარე შევარჩიეთ მიზნები- ამოცანები.

Friday, July 25, 2014

მეორე დღე

 მეორე დღე


მიუხედავად იმისა, რომ ტერნინგი დილის 9:00 საათზე დავიწყეთ საშინლად ცხელოდა, მაგრამ სწავლას მოწყურებული მასწავლებლები ენერგიულად შევუდექით მუშაობას.  დასაწყისში გავეცანით ერთმანეთის საპროექტო იდეებს და ტრენერის მითითებების შემდეგ დავიწყეთ პროექტის  შაბლონზე მუშაობა.  ვიმუშავეთ ბუკლეტზე.. ტერნინგის დასასრულს კი ჩვენი ნაშრომ-ნაღვაწი  Google Drive- ში ავტვირთეთ.
მადლობა ჩვენ ტრენერს იმისათვის, რომ გაუსაძლის სამუშაო პირობებში ჩვენს გვერდითაა და ძალასა და ენერგიას არ იშურებს.

Thursday, July 24, 2014

დღე პირველი

ინტელის ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის დაწყების თარიღი : 24/07/2014 წელი
დაწყების დრო: 9:00
დასრულების დრო: 13:00
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლა

  დიდი ხანია მინდოდა ინტელის ტრენინგის გავლა. და აი, ზაფხულის ცხელ დღეს, კიდეც  შევუდექით მე და ჩემი კოლეგები მუშაობას (სწავლას) ნაცნობ გარემოში. ტრენერი, ჩემთვის კარგად ნაცნობი, მანანა კვინიკაძე გახლდათ, მასთან ერთად მუშობის გამოცდილება უკვე მქონდა ისტი- ის II  დონის ტრენინგებისას. გავეცანი ინტელის ვიუვერს და  ინტელის სასწავლო კურსის ძირითდ მიზანს.  შევქმენი   ინტელის ბლოგი.  გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტს, ასევე პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს და შექმნილ საქაღალდეში  განვათავსე  ჩემს მიერ შექმნილი ჩეკლისტები. აგრეთვე, ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის შაბლონზეც. დღე საინტერესოდ წარიმართა, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ინტერნეტის გაუმართავი მუშაობა ქმნიდა შეფერხებებს.