Saturday, August 9, 2014

მეცხრე დღე

09.08.2014 წელი

და აი, დადგა ტრენინგის ბოლო დღე. ტრენინგი საინტერესო, მეტად საჭირო და დროული იყო. ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე კი ზრუნავდა ტრენერი  ქალბატონი მანანა კვინიკაძე, რომელმაც მეტად მძიმე სამუშაო პირობებში( ინტერნეტი მუშაობდა ძალიან ცუდად მთელი ტერნინგის მანძილზე) ენერგია არ დაზოგა და გააკეთა მაქსიმუმი ჩვენი ცოდნის ამაღლებისთვის და პროფესიული განვითარებისათვის.

მადლობა მანანა მასწავლებელს!  <3

ტრენინგის ბოლო დღე დაეთმო ტრენინგის მონაწილეთა პრეზენტაციებს.
მოვისმინეთ ინგა ბუხნიკაშვილის პრეზენტაცია თემაზე ,,ბაქტერიები, მტერი თუ მეგობარი". პროექტი აქტუალური და საინტერესო გახლავთ, პრეზენტატორმა  საინტერესოდ გაგვაცნო პროექტის პროცედურები, სადაც დეტალურად ასახა ის ნაბიჯები, რასაც პროექტის მსვლელობისას ახორციელებდა.
  საინტერესო და ასევე აქტუალურია ინგა გლუნჩაძის  პროექტი ,, დემოგრაფიული მდგომარეობა ჩემს სოფელში", სწორად ჰქონდა პრობლემა და გადაჭრის გზები შემოთავაზებული.
ისტორიის მასწავლებლის ნინო კვირიკაშვილის პროექტი ეხება ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და კერძოდ, კი საკუთარი სოფლის ეკლესიის პოპულარიზაციას.
ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ კამკამიძის პროექტი ,,როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა" ემსახურება მოსწავლეებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას და მის მიერ დაგეგმილი აქტივობები კი დაეხმარება მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებაში
 ლელა ბარბაქაძემ გააკეთა პროექტის ,,სიტყვაზე აღმატებული" პრეზენტაცია, პროექტის მიზანი მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდაა , როგორ ჩამოუყალიბდეთ გემოვნებიანი მუსიკის სიყვარული, უკეთ გაეცნონ  კლასიკას. ხაზი გაუსვა პრობლემას, რომ ახალგაზრდები უსმენენ მდარე ხარისხის მუსიკას, არ აქვთ სოფლის მოსწავლეებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება, რაშიც პროექტი ნამდვილად დაეხმარებათ.
ჩემთვის მეტად საინტერესო იყო ლეღვნის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის  ინგა ვეფხვაძის  პროექტი ,,მარტვილობა ერის თვითმყოფადობის  გადარჩენის საწინდარი". დღეს, როცა გლობალიზაცია ასე უტევს პატარა ერებს, სწორედ, ქრისტიანობაა ის დასაყრდენი, რაც ქვეყნის ერთიანობის საწინდარს ქმნის.
ეკა მესხმა  პროექტის ,,საქართველოს დაცული ტერიტორიები- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის " პრეზენტაცია გააკეთა. პროექტი საინტერესოა იმ კუთხით, რომ ემსახურება ჭეშმარიტი ბუნებისქომაგების აღზრდას.
ბუნების დაცვას და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას ეძღვნება თამარ ძიძიგურის პროექტი ,,დავიცვათ ბუნება ნაგვისაგან", მიზანი კი მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლებაა. პრეზენტატორმა საინტერესოდ გაგვაცნო პროექტის გეგმა.
ინგა კვინიკაძის პროექტი ,,ჩემი თავისუფალი დრო", მიმაჩნია, რომ საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის, რადგან ევროპელ მოსწავლეებთან მიმოწერას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის შესწავლას.
და ბოლოს, მოვისმინეთ მათემატიკის მასწავლებლის პროექტი ,,მათემატიკა ჩვენს გარშემო".  პროექტი მეტად აქტუალურია და მათემატიკის პრაქტიკაში გამოყენებას ითვალისწინებს.
 პრეზენტაციების ბოლოს კი სერთიფიკატების გადაცემის ჯერიც დადგა.

Friday, August 8, 2014

მერვე დღე

8.08.2014 წელი

გავასრულყოფილე სასწავლო პროცედურები და ჩავამატე სასწავლო პროექტის გეგმაში.
ვიმუშვე ფასილიტაციაზე.  შევქმენი ბლოგზე ჩემი პორტფოლიო. დრაივში შევქმენი კითხვარი და განვათავსე ბლოგზე.

Thursday, August 7, 2014

მეშვიდე დღე


7.08.2014 წელი

ტრენინგის დასაწყისში მოვახდინეთ წინარე ცოდნის აქტივაცია, გავიხსენეთ წინა ტრენინგებზე  ნასწავლი მასალები ნაბიჯ- ნაბიჯ. გავეცანი გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის  შესახებ შექმნილ პრეზენტაციას. ვადგენ მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარებს, რათა დავადგინო მათი სწავლის სტილი და ხელი შევუწყო თვითრეგულირებად სწავლაში. საჭიროების შემთხვევაში ვთავაზობ შაბლონებს/სკაფოლდინგს( პრეზენტაციის ბუკლეტის შაბლონი).

Saturday, August 2, 2014

დღე მეექვსე

2.08.2013 წ.

ვიმუშავეთ პროექტის პროცედურებზე. ბლოგზე გვერდების დამატებაზე. პრეზენტაციის ჩაშენებაზე. შევქმენით გუგლის დოკუმენტები დრაივზე და გავაზიარეთ.ყველაზე მეტად მაინტერესებდა პრეზენტაციის ჩაშენება რასაც პორტფოლიოში გამოვიყენებ რესურსების დასადებად.

Friday, August 1, 2014

მეხუთე დღე

1. 08. 2014წ.

გავეცანით  უკუკავშირის შესახებ  რჩევებს. აგრეთვე  საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას. ვისწავლეთ ინფორმაციის მოძიებისას თუ როგორ უნდა მივუთითო წყარო. გადმოვწერეთ მასალები მოსწავლის ნიმუშისათვის და შევქმენით კიდეც მოსწავლის ნაშრომის ნიმუში.